Accentnews.ge
ადმინისტრაცია: პრეზიდენტს არ მიუღია მთავრობის წარდგინება საფრანგეთში ელჩისა და NATO–ში წარმომადგემლის დანიშვნის თაობაზე

ადმინისტრაცია: პრეზიდენტს არ მიუღია მთავრობის წარდგინება საფრანგეთში ელჩისა და NATO–ში წარმომადგემლის დანიშვნის თაობაზე

17/06/2024 12:45:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ცნობას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი არ აწერს ხელს საფრანგეთსა და ნატოში საქართველოს წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ წარდგინებას. მეტიც, ადმინისტრაციის ცნობით, ამ საკითხზე არც წარდგინება მიუღიათ და არც კომუნიკაცია გამართულა ხელისუფლების ორ შტოს შორის. აღნიშნული ირკვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილიდან, რომელიც დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ სადეპუტატო კითხვის პასუხად მიიღო.

"მთავრობის წარდგინება საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩისა და ნატოში საქართველოს წარმომადგემლის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს არ მიუღია. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის არანაირი კომნიკაცია არ ყოფილა.

ასევე გაცნობებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტსა და მთავროას შორის არ გამართულა წინასწარი კონსულტაციები ელჩების კანდიდატურების შერჩევისა და კანდიდატურების შეთანხმების თაობაზე. ამ პერიოდში ელჩების დანიშვნის და გათავისუფლების ყველა წარდგინება პრეზიდენტმა წინასწარი შეთანხმების გარეშე მიიღო",– ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დეპუტატისთვის ელჩების საკითხზე გაგზავნილ წერილში.

მანამდე, "მთავარ არხთან" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ნატო–ში ელჩად მის დანიშვნას პრეზიდენტი არ აწერს ხელს:

"პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.

აღარ წარადგენს მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს].

მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს.",– ამბობდა ბურჭულაძე.

რაც შეეხება საფრანგეთს, როგორც ცნობილია გოჩა ჯავახიშვილმა "აგენტების კანონის" ირგვლივ მიმდინარე პროცესების ფონზე დატოვა ელჩის პოზიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S