გიგა ბოკერია: "გიორგი გახარიას გზავნილები ისევ "ქოცურია"
17/06/2024 18:21:30 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ექს–პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას გზავნილები ისევ "ქოცურია". ამის შესახებ მან "ტვ პირვლის" ეთერში განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ყოფილი პრემიერი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა ღირებულებების, არამედ განვლილი წარსულის მიხედვით "ქოცებად" და "ნაცებად" ყოფს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი განმარტავს, რომ პარტია მზად არის მოლაპარაკებები "ახალთან", "ლელოსთან" და "ლეიბორისტებთან" გამართოს.
"მზად ვართ ვისაუბროთ "ახალთან", "ლელოსთან". შალვა ნათელაშვილის პარტიისგან ინტერესს ვერ ვხედავთ, თორემ მზად ვართ, ვესაუბროთ. გიორგი გახარიას რაც შეეხება, მისი გზავნილი ჯერ–ჯერობით ისევ "ქოცურია" – "ნაცებად" და "ქოცებად" იყოფა სამყარო და ამას მხოლოდ წარსული განსაზღვრავს და არა ფასეულობები, არჩევანი. იგი ისევ აგრძელებს იგივე გზავნილებს, "ესენი ყველა ნაცები არიან". თავად რომ იყო ივანიშვილის რეჟიმთან აფილირებული, ამაზე ლაპარაკი არ უყვარს. არც იმის აღიარება უნდა, რომ ოლიგარქიული მმართველობა იყო მისი პრემიერობის დროს", - ამბობს ბოკერია.
ამავე თემაზე: გახარია: ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“, ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.


