Accentnews.ge
რატომ სტუმრობდა ჩინეთის ელჩი უზენაეს სასამართლოს

რატომ სტუმრობდა ჩინეთის ელჩი უზენაეს სასამართლოს

18/06/2024 06:02:21 პოლიტიკა

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ეწვია,– ამის შესახებ სასამართლოს პრეს–სამსახური იტყობინება.

როგორც ოფიციალური რელიზიდან ვიგებთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური ატაშე ლი ფენგი.

რელიზის მიხედვით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მართლმსაჯულების სისტემები და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

"შეხვედრის დასასრულს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი",– ნათქვამია რელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S