შალვა ნათელაშვილი: არჩევნებზე მარტო გავალთ
19/06/2024 18:10:10 პოლიტიკა
"ლეობორისტული პარტია" არჩევნებზე მარტო გავა", – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"არასდროს ყოფილა ფაქტი, როცა ლეიბორისტულ პარტიას წინასაარჩევნოდ ვინმესთან კოალიცია ან ალიანსი გაეკეთებინა, რომ პარლამენტში შემძრალიყო. ღმერთმა დაგვიფაროს", – განაცხადა მან.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისინი უმრავლესობით, 76 დეპუტატით ვერ გავლენ პარლამენტში, მხოლოდ ამ შემთხვევაში კოალიციაში შევლენ სხვა პარტიასთან.
ნათელაშვილი ამბობს, რომ "ლეიბორისტები" არასდროს შეუქმნიან კოალიციას "ქართულ ოცნებას".


