გონჩარენკო ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას მოითხოვს
20/06/2024 15:49:31 პოლიტიკა
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას მოითხოვს.
"რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? იგი სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი", – განაცხადა გონჩარენკომ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, "პუტინის ბრძანებებით ივანიშვილი დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ანადგურებს".
"მეგობრებო, დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში, ხოლო უკრაინის მოქალაქეებისთვის - სისხლის სამართლის კოდექსი ავამოქმედოთ ყველას წინააღმდეგ, ვინც ამას იმსახურებს", - განაცხადა გონჩარენკომ.


