უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
14/01/2020 09:16:43 მსოფლიო
ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს,– იუწყება სააგენტო „ესოშიეთედ პრესი“ ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანი და ვინაა დაკავებული, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანის სასამართლო სტრუქტურაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, რომელიც მოსამართლეები და ათობით ექსპერტი შევლენ.
„ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამ გამოძიებას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მან თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო.


