Accentnews.ge
ირანი ბრიტანეთს აფრთხილებს

ირანი ბრიტანეთს აფრთხილებს

14/01/2020 09:25:21 მსოფლიო

ირანში ბრიტანეთის ელჩის რობ მაკაირის დროებით დაკავების შემდეგ, ირანი ბრიტანეთს მოუწოდებს, „ახალი შეცდომა აღარ დაუშვას“.

„ბრიტანეთის ნებისმიერ ახალ შეცდომაზე ირანს მკაცრი რეაგირება ექნება და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ლონდონს დაეკისრება“, - განაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი თქმით, დიპლომატის ყოფნა „არაკანონიერ აქციაზე“ მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება ყოველგვარ დილომატიურ ნორმას.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, თეირანში, ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი რობ მაკაირი „ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეების წახალისებისთვის“ რამდენიმე საათით დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S