Accentnews.ge
ბერლინში ჩეჩნური წარმოშობის ისლამისტებთან დაკავშირებით რეიდები მიმდინარეობს

ბერლინში ჩეჩნური წარმოშობის ისლამისტებთან დაკავშირებით რეიდები მიმდინარეობს

14/01/2020 10:10:27 მსოფლიო

გერმანიის პოლიცია ჩეჩენ ისლამისტებთან დაკავშირებულ შენობებში რეიდებს ატარებს. ამის შესახებ განცხადება ბერლინის პროკურატურამ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიდები მიმდინარეობს ბერლინში, ასევე ბრანდენბურგის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის და ტიურინგიის მიწაზე.

„ჩხრეკა გრძელდება და უკავშირდება ჩეჩენი წარმოშობის ეჭვმიტანილებს, რომლებიც ისლამისტური წრეებიდან არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „ეჭვმიტანილები ძალადობრივ აქტს ამზადებდნენ, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას სერიოზულად ემუქრებოდა.“

ამ ეტაპზე ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S