Accentnews.ge
"ოცნებამ" გონჩარენკოს მოუწოდა, "მიხედოს თავის ქვეყანას" და "თავის ცოდვებს"

"ოცნებამ" გონჩარენკოს მოუწოდა, "მიხედოს თავის ქვეყანას" და "თავის ცოდვებს"

21/06/2024 13:02:18 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაცხარდნენ უკრაინის უმაღლეს რადას დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოსზე, რომელმაც მოითხოვა მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უკრაინის სანქციების სიაში შეყვანა.

„ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გონჩარენკოს „არავინ“ უწოდა, მის განცხადებებს კი – „სისულელე“. მისი აზრით, გონჩარენკომ ვერ შეძლო პოლიტიკოსად ჩამოყალიბება.

"გონჩარენკო არავინ არ არის, გარდა იმისა, რომ თავის დროზე სწორედაც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი. ამიტომ გონჩარენკოსნაირ არარაობებზე არც დროს დავხარჯავთ და მით უმეტეს, არც ჩვენი ინტერესი არ არის რომ მას სერიოზულად ვუპასუხოთ," - განაცხადა ღუდუშაურმა.

სახელისუფლებო პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გონჩარენკოს ურჩია, „მიხედოს თავის ქვეყანას“ და „თავის ცოდვებს“:

„გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას, რომელიც არის უსაშინლეს ომში ჩართული, რომელიც არის ოკუპაციის მსხვერპლი. საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის სრულიად ამორალურმა მცდელობამ რომ ფიასკო განიცადა და ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს ტყუილების, დეზინფორმაციის და სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ".

19 ივნისს რადას სხდომაზე გამოსვლისას გონჩარენკომ შემდეგი შეკითხვა დასვა: „რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და პირი, რომელიც პუტინის ბრძანებით დღეს ანგრევს საქართველოს დამოუკიდებლობას?“.

მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლების კურსი წარმოადგენს „პირდაპირ გამოწვევას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილის გარემოცვის რამდენიმე წევრს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S