Accentnews.ge
საპარლამენტო არჩევნებისთვის "კონსერვატიული მოძრაობა" "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა

საპარლამენტო არჩევნებისთვის "კონსერვატიული მოძრაობა" "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა

24/06/2024 17:47:16 პოლიტიკა

„კონსერვატიული მოძრაობა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის პარტია "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა. ამის შესახებ მათ, ოფიციალურად 24 ივნისს პრეზენტაციაზე განაცხადეს.

"კონსერვატიული მოძრაობა" დაგეგმილ არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსის" სიით გავა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, არა თუ ბარიერს გადალახავენ, "შთამბეჭდავი შემადგენლობით" შევლენ პარლამენტში.

"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ებრძოდა არა "ნაციონალურ მოძრაობას" და იმ განშტოებებს, რეალურად ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს. მიზანია არის ის, რომ თითონ მოირგო კონსერვატორის ნიღაბი, გეუბნება, რომ მე ვარ კონსერვატორი და სხვა არავინ არ უნდა იყოს", - განაცხადა ინაშვილმა.

"ალტ-ინფო" "პატრიოტთა ალიანსის" მეშვეობით რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ამის შესახებ მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ 11 ივნისს განაცხადა.

„ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული პარტიისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 8 აპრილს გავრცელდა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო. 9 აპრილს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „იქ იყო მამხილებლის განცხადება და შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S