Factcheck: ევროკავშირმა 2021–2027 წლებისთვის სოფლის მეურნეობისთვის 386,6 მლრდ ევრო გამოყო
25/06/2024 07:34:50 პოლიტიკა
ევროკავშირმა 2021–2027 წლებისთვის სოფლის მეურნეობისთვის 386,6 მლრდ ევრო გამოყო, – იუწყება Factcheck.
მისი ცნობით, საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა.
"პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპელი ფერმერებისთვის ღირსეული ცხოვრების დონისა და მოქალაქეებისთვის, მრავალფეროვანი და უსაფრთხო საკვების სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას.
ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი ფერმერთა შემოსავლის პირდაპირ დახმარებას ხმარდება", – ნათქვამია Factcheck–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


