„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას უერთდება
25/06/2024 14:30:55 პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს და უერთდება - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთობლივი დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების შემდეგ და მტკიცე არჩევანს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის: 6 ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო”, „დროა”, „ახალი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „გირჩი მეტი თავისუფლება” ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს, რაც გულისხმობს გაერთიანებას, როგორც არჩევნებამდე ასევე, არჩევნების შემდეგ.
პარტიების განცხადებით, ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.


