Accentnews.ge
კუპრაძე: ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტი არ გულისხმობს ერთიან სიას

კუპრაძე: ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტი არ გულისხმობს ერთიან სიას

25/06/2024 15:27:07 პოლიტიკა

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთიანობის დეკლარაციაზე ამბობს, რომ ის ერთიანი სიის მხარდაჭერას არ გულისხმობს.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა ბრიუსელში, არ გულისხმობს ერთიანი სიის მხარდაჭერას, არ გულისხმობს კოალიციას და გაერთიანებას წინასაარჩევნოდ.

ეს დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ პროდასავლურმა ოპოზიცურმა პარტიებმა უნდა დაიცვან საარჩევნო ხმები საარჩევნო უბნებზე ერთობლივად, უნდა იყვნენ ძალადობის შემთხვევაში სოლიდარული და თავდაუსხმელობის შესახებ, უსაგნო კრიტიკაზე უნდა ვთქვათ უარი",– ამბობს კუპრაძე.

ცნობისთვის: 6 ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო”, „დროა”, „ახალი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „გირჩი მეტი თავისუფლება” ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს, რაც გულისხმობს გაერთიანებას, როგორც არჩევნებამდე ასევე, არჩევნების შემდეგ.

პარტიების განცხადებით, ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S