Accentnews.ge
ტემპერტულის კლება, ნისლი, თოვლი – ამინდის პროგნოზი 19 იანვრამდე

ტემპერტულის კლება, ნისლი, თოვლი – ამინდის პროგნოზი 19 იანვრამდე

16/01/2020 05:12:57 საზოგადოება

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 18 იანვრამდე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-17 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 16 იანვარს მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 16 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია, შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

18 იანვარს დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში -8 გრადუსამდე დაეცემა. 18 იანვარს დედაქალაქში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით 7 გრადუსი, ხოლო ღამით -4 გრადუსი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S