გია ცაგარეიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
26/06/2024 08:47:05 პოლიტიკა
პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
იგი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
პარლამენტში მას სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს, რომელიც „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 75-ე ნომერია.
არჩილ გორდულაძე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.


