Accentnews.ge
პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

26/06/2024 15:58:51 პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S