Accentnews.ge
სააკაშვილი მელიას სიტყვებით უკმაყოფილოა

სააკაშვილი მელიას სიტყვებით უკმაყოფილოა

26/06/2024 17:22:32 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარის და პარტია "ახალის" დამფუძნებლის ნიკა მელიას გამოსვლით უკმაყოფილოა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ის იმეორებს "რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს"

„გუშინ "ტვ პირველის" ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს.

სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, "ეფესბეს" აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!

და ჩვენ შორის ვერავინ და ვერაფერი ჩადგება, მათ შორის ვერც ციხის გისოსები”, - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S