Accentnews.ge
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში: ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში: ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს

27/06/2024 05:20:00 პოლიტიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ერინ მაქიი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

„კავკასიაში ჩვენ ამჟამად ახალ გამოწვევებს ვუპასუხებთ, მაგრამ ვხედავთ ახალ შესაძლებლობებსაც. საქართველოში ფოკუსირებულნი ვართ იმაზე, რომ ქვეყანა დარჩეს დემოკრატიულ გზაზე და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ დაიბრუნებს ევროკავშირში ინტეგრაციის იმპულსს. მმართველი პარტიის მიერ "უცხოეთის აგენტების კანონის" მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და ხაზს უსვამს USAID-ის დახმარებას იქ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა მაქიიმ კონგრესში, ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვის დროს.

მისივე თქმით, კავკასიის რეგიონში საქართველოს გარდა, USAID ფოკუსირებულია სომხეთის დახმარებაზე.

ამასთან, კავკასიაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ აძლიერებს მუშაობას „შუა დერეფანზე“, რაც, მისი თქმით, არის „მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან, რაც ახდენს საქონლისა და სერვისების მიწოდების დივერსიფიკაციას და ამცირებს რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანზე გამავალ გზებზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S