ო'ბრაიენი: საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ხელს უშლის ევროინტეგრაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული
27/06/2024 05:28:06 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ხელს უშლის ევროინტეგრაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული".
„საქართველოს კონსტიტუციის „ქართული ოცნების“ მთავრობის მიღებულ რედაქციაში წერია, რომ ქვეყანას სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. ევროკავშირმა ამ კვირაში და ჩვენც, არაერთხელ, საჯაროდ და პირადად, განვუმარტეთ, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, "უცხოეთის აგენტების კანონის" მიღება, ჩინური კომპანიისათვის პორტის კონტრაქტის ფორმულირება, - ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის გზას NATO–სა და ევროკავშირისკენ, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“, - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა კონგრესში, ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვის დროს.


