Accentnews.ge
იოზვიაკი: ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედებების კურსი

იოზვიაკი: ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედებების კურსი

27/06/2024 12:58:31 პოლიტიკა

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ "ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედებების კურსი".

იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში საქართველოს წინააღმდეგ არანაირი ზომა არ იქნება გაწერილი, თუმცა იქნება მკაფიო მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ.

"ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერია, მაგრამ არის ეს: ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტოს მისი განზრახვები, შეცვალოს მოქმედების მიმდინარე კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და რომელიც დე ფაქტო აჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S