Accentnews.ge
ზელენსკი: ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს, ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს, ეს ეხება, მათ შორის საქართველოს

ზელენსკი: ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს, ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს, ეს ეხება, მათ შორის საქართველოს

27/06/2024 13:41:19 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის და თქვა, რომ „ევროპამ დაამტკიცა თავისი უნარი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება საჭირო დროს“.

"ევროკავშირმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. მადლობა ამისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთის, საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, დადგება საქართველოს დროც, ასევე დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილებები ბელარუსთან დაკავშირებითაც, რადგან ბელარუსები, ასევე ევროპული ერია, რომელიც მომავალში ერთიან ევროპაში უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S