Accentnews.ge
პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა

27/06/2024 13:15:42 პოლიტიკა

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, სააგენტოში არსებული სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები უქმდება და მათ ადგილს მმართველობითი საბჭო დაიკავებს, რომელიც 9-დან 15 წევრამდე დაკომპლექტდება და რომლებსაც ახალი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს.

მანამდე, საბჭოს წევრებს კანონმდებლები არჩევდნენ. შესაბამისად, სუსტდება პარლამენტის როლი და იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება. დღეს არსებულ საინვესტიციო საბჭოში პარლამენტს 4 უცხოელი სპეციალისტი ჰყავს. საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S