სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტსა და ექს–პრემიერს შეხვდა
27/06/2024 16:14:19 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას და ყოფილ პრემიერ–მინისტრს ანტონიო კოსტას შეხვდა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატია.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სოუზამ და კოსტამ ზურაბიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მიულოცეს და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარადაჭერა გამოთქვეს", – ნათქვამია ინფორმაციაში.


