Accentnews.ge
პარლამენტი ონლაინმედიას არც პრემიერის მოსმენაზე დაუშვებს

პარლამენტი ონლაინმედიას არც პრემიერის მოსმენაზე დაუშვებს

27/06/2024 18:10:23 პოლიტიკა

პარლამენტში, სადაც ხვალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოსმენაა დაგეგმილი, ონლაინმედიას კვლავ არ დაუშვებენ.

შესაბამისად, შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", – ნათქვამია პარლამენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: „უსაფრთხოების“ მიზეზით ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის უფლება არ მიეცათ საკანონმდებლო ორგანოში „აგენტების კანონის“ განხილვების პერიოდშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S