Accentnews.ge
პრემიერი ირწმუნება, რომ NATO–სთან თანამშრომლობის გაღრმავება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

პრემიერი ირწმუნება, რომ NATO–სთან თანამშრომლობის გაღრმავება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

28/06/2024 10:27:53 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ NATO–სთან თანამშრომლობის გაღრმავება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას NATO-სთან. ამ შემთხვევაშიც პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები NATO–ს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად", – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ალიანსმა საქართველოს მთავრობას "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოუწოდა, შეცვალოს კურსი.

"კანონი ე.წ. "უცხოური აგენტების" შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან, ქართველებისთვის მთავარ მიზანს, რომელსაც NATO მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ", – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S