Accentnews.ge
პრემიერი – დამკვირვებლებზე ჩინეთიდან და ინდოეთიდან: ჩვენი კარი არის ღია

პრემიერი – დამკვირვებლებზე ჩინეთიდან და ინდოეთიდან: ჩვენი კარი არის ღია

28/06/2024 12:02:53 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამკვირვებლებს, მათ შორის ჩინეთიდან შეუძლიათ, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტში წლიური მოხსენების წარადგინისას ისაუბრა.

"რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩვენი კარი ყველა დამკვირვებლისთვის ღია არის. თუ იქნება ინტერესი ამ ქვეყნების მხრიდან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს საქართველოში, მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით ამისათვის",– განაცხადა პრემიემა.

მანამდე, კობახიძეს შესაბამისი კითხვით „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა.

"მაინტერესებს, მოდის მოახლოებულია არჩევნები, მაქვს კითხვა, დამკვირვებლები იქნებიან ჩინეთიდან, ინდოეთიდან? და ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც თავისი წონა აქვს მსოფლიოში და არის მუშაობა, საერთოდ, ჩამოდიან ისინი? რამდენად ეს არის საყურადღებო?“, - მიმართა ინჯიამ კობახიძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S