მე-10 მოწვევის პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სესია დაიხურა
28/06/2024 15:00:29 პოლიტიკა
დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო ბოლო სხდომა გაიმართა.
სხდომის დამთავრებამდე დეპუტატებმა საქართველოს ჰიმნი მოისმინეს.
სესია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენით დაიხურა.
სხდომაზე ბოიკოტის გამო არ იმყოფებოდნენ ოპოზიცინერი დეპუტატების უმრავლესობა.
საქართველოს კანონმდებლობით, სესიის დახურვის შემდეგ პარლამენტში შესაძლებელია დაინიშნოს რიგგარეშე სხდომები. საშემოდგომო სესია სექტემბერში იხსნება, თუმცა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იმართება.


