Accentnews.ge
პუტინმა პრემიერად ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსი დანიშნა

პუტინმა პრემიერად ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსი დანიშნა

15/01/2020 21:03:33 მსოფლიო

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშნა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი,- იუწყება კრემლი. პუტინის ამ განცხადებამდე ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა. 53 წლის მიშუსტინი 1998 წლიდან მუშაობს მთავრობაში. ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსად ის 2010 წლიდან მუშაობს.

ოთხშაბათს პუტინი თავის ყოველწლიურ მიმართვაში მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით გამოვიდა.

ამ გამოსვლის შემდეგ პუტინმა მედვედევს შესთავაზა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი. ამ თანამდებობაზე ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებისთვის იქნება პასუხისმგებელი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S