Accentnews.ge
ნიკოლოზ სამხარაძე: ჟენევის დისკუსიების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ვერ რეგულირდება

ნიკოლოზ სამხარაძე: ჟენევის დისკუსიების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ვერ რეგულირდება

30/06/2024 14:52:55 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება. ამის შესახებ მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

"საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ბუქარესტში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კვლავაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20% და 300 000-მდე ადამიანია დევნილი.

მან ასევე ხაზი გაუსვა რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაწილი კვლავაც არ იყენებს ტერმინს- ოკუპაციას.

“წლებია მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთო- თანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ქმედითობისკენ მოუწოდა", – ნათქვამია პარლამენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 2024 წლის 4 ივნისს, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიღებული რეზოლუციით კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება, ამავე რეზოლუციით მოუწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რეზოლუციის თანახმად, ეს ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის ფორმატი, რომელშიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და სადაც მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 2024 წლის 7 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს საქართველო ჟენევის ფორმატის ალტერნატივა განიხილოს ჩინეთის მედიაციით, შემდეგი განაცხადა:

„ჟენევის ფორმატი ... არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია წარმოდგენილი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ისინიც იღებენ მონაწილეობას... ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის, შევეცადოთ, ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ მინიმუმ ამ დიალობის ფარგლებში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S