"53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება"
16/01/2020 06:39:21 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხევდით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა 33 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ არა, ხოლო 8 პროცენტმა არ იცის.
ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24 პროცენტის აზრით, არ იცვლება.
გარდა ამისა, საქართველოში გამოკითხულთა 30 პროცენტი არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 პროცენტი – უარყოფითად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.


