Accentnews.ge
ვის მისცემთ ხმას არჩევნებზე – კვლევის შედეგები

ვის მისცემთ ხმას არჩევნებზე – კვლევის შედეგები

16/01/2020 06:43:36 საზოგადოება

გამოკითხულთა 56 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 39 პროცენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის.

გარდა ამისა, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს, კიდევ 14 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 20 პროცენტი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 13 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ ასახელებს რვა პროცენტი, ხუთი – „ლეიბორისტულ პარტიას“, ოთხი – „პატრიოტთა ალიანსს“; „პოლიტიკურ პლატფორმა – ახალ საქართველოსა“ და „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს“ სამ-სამი პროცენტი; „გირჩს“ – ორი პროცენტი, ხოლო სხვა პარტიებს ასევე ორი პროცენტი.

ამასთან, კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“ – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“ – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S