Accentnews.ge
ევროკავშირსა და ნატოში წევრობის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა მცირედით იმატა, მომხრეთა კი სტაბილურად მაღალია

ევროკავშირსა და ნატოში წევრობის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა მცირედით იმატა, მომხრეთა კი სტაბილურად მაღალია

16/01/2020 07:19:06 საზოგადოება

NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოების განწყობას შეეხება და 2019 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს, ევროკავშირსა და ნატო-ს მხარდაჭერის ნაწილში, აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია, ხოლო 8%-მა აირჩია პასუხი: „არ ვიცი“.

კითხვაზე: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?“ გამოკითხულთა 74%-მა დადებითი პასუხი გასცა, მაშინ, როდესაც ამას მიუღებლად მათი 14% თვლის. 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში NDI–ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით კი ევროკავშირში წევრობას გამოკითხული მოსახლეობის 83% უჭერდა მხარს, ნატო-ს წევრობას – 78%.

აღნიშნულ კვლევაში ევროკავშირში წევრობა მიუღებელი იყო 9%-სთვის, ხოლო ნატო–ში წევრობა – 13%–ისთვის.

2019 წლის ნოემბერში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას მხარს სრულად 59% უჭერს, ნაწილობრივ - 21%. ჯამში 10%-ია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სრულად ან ნაწილობრივ წინააღმდეგი (5%-5%). ასევე 10%-ს არ აქვს ან არ ამბობს პასუხს.მათგან, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს, 45% ამის მიზეზად ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 8% - უვიზო მიმოსვლას, 5% - უსაფრთხოებას, 4% - სამუშაო ადგილების შექმნას, 3-3% უკეთეს მომავალს, მაღალი ხარისხის განათლებასა და ევროპის ქვეყნებთან კულტურულ ურთიერთობებს, 2-2% სტაბილურობა/მშვიდობას, სავაჭრო ურთიერთობებს, თავდაცვასა და სამხედრო მხარდაჭერას, 1-1% კი ტერიტორიების დაბრუნებასა და სხვა მიზეზებს ასახელებს. 20%-მა არ იცის ან არ პასუხობს.

რაც შეეხება NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, ამას სრულად მხარს მოსახლეობის 51% უჭერს, ნაწილობრივ კი - 20%. 11% ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების აბსოლუტური წინააღმდეგია, ხოლო 8% ნაწილობრივ.

NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მსურველთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარებულ კვლევაში იყო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 2009 წლის ივნისში.

მათგან, ვინც NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს (51%), ამის მთავარ მიზეზად 27% უსაფრთხოებას ასახელებს, 15% - თავდაცვას. 11%-ის აზრით, ნატო-ში გაწევრიანება ეკონომიკას გააძლიერებს, 9%-ის აზრით, წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება. 5% მიზეზად სტაბილურობა/მშვიდობას ასახელებს, 4-4% რუსეთისგან თავდაცვასა და სამხედრო მხარდაჭერას.

კითხვაზე, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი, 54% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 17%-ის აზრით, არასდროს. 18% კიი მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-ს წევრი 2024 წლის შემდეგ გახდება. 2021 წელს 4% ასახელებს, 2022-ს - 2%, 2023-ს - 2%, 2024-ს - 3%.

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი წინაღობა, რაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას უშლის ხელს, პასუხები შემდეგნაირია:

  • ოკუპირებული რეგიონების სტატუსი - 41%;
  • რუსეთის წინააღმდეგობა - 23%;
  • საქართველოს შიდა წინააღმდეგობა - 11%;
  • NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგობა - 7%;
  • არ ვიცი/პასუხის არგაცემა - 17%;
  • სხვა მიზეზები - 1%.

კითხვაზე, როცა საქმე ეხება ოკუპირებული ტერიტორიებს სტატუსს, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, პასუხები შემდეგნაირია:

  • 47% - საქართველო NATO-ს უნდა შეუერთდეს მხოლოდ მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიები სრულად იქნება ინტეგრირებული;
  • 31% - საქართველო NATO-ს უნდა შეუერთდეს იმ შემთხვევაშიც, თუკი ოკუპირებული ტერიტორიები სრულად არ იქნება ინტეგრირებული;
  • 22% - არ ვიცი/პასუხის არგაცემა.

შეკითხვაზე, "როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი?", 27% პასუხობს, რომ მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს.

მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, 12% კი მიიჩნევს, რომ პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთან უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S