ეგვიპტეში თურქული სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს
16/01/2020 08:42:44 მსოფლიო
კაიროში, სააგენტო „ანადოლუს“ შენობაში რეიდის დროს, სამართალდამცველებმა თურქული საინფორმაციო სააგენტოს ოთხი თანამშრომლები დააკავეს, მათ შორის თურქეთის ერთი მოქალაქე,– ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.
ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტოს ოფისში უსაფრთხოების კამერები და ინტერნეტი გამორთეს, რის შემდეგაც მთელი შენობა გაჩხრიკეს.
რეიდის დროს „ანადოლუს“ თანამშრომლების პასპორტების, მობილური ტელეფონების და კომპიუტერების კონფისკაცია განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთში ეგვიპტის ელჩს საყვერუდის ნოტა გადასცა და „ანადოლუს“ თანამშრომლების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.
მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რეიდის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩატარება და თანამშრომლები დაკავება კანონს ეწინააღმდეგება.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრი კი იუწყება, რომ „ანადოლუს“ ოფისზე ჩატარებული რეიდი „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ მიმდინარე აქტიური ბრძოლის ფარგლებში ჩატარდა.


