Accentnews.ge
"ირანი ახლა უფრო მეტად ამდიდრებს ურანს, ვიდრე 2015 წლამდე"

"ირანი ახლა უფრო მეტად ამდიდრებს ურანს, ვიდრე 2015 წლამდე"

16/01/2020 10:37:11 მსოფლიო

ირანი ახლა უფრო მეტად ამდიდრებს ურანს, ვიდრე იქამდე, ვიდრე 2015 წელს მსოფლიო ძალებთან ერთად ბირთვულ ხელშეკრულებას მოვაწერდით ხელს, -ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენ ახლა უფრო მეტად ვამდიდრებთ ურანს, ვიდრე ხელშეკრულების დადებამდე. ზეწოლა გაიზარდა, მაგრამ ჩვენ პროგრესს განვაგრძობთ“, - განაცხადა როუჰანიმ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ირანმა სრულად მიმდინარე წლის 5 იანვარს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ შეთანხმებაში ჩართულ მხარეებს ახალი ხელშეკრულების დადება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S