Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: ჩვენმა ფეხბურთელებმა ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს, ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან, რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას

პაატა მანჯგალაძე: ჩვენმა ფეხბურთელებმა ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს, ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან, რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას

03/07/2024 09:09:21 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან, რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას.

„მადლობა ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ. მათ გამოავლინეს წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება, ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს. მათი გამარჯვება ეკუთვნის საქართველოს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის დასაკუთრებას, ეს არ გამოუვა და ეს ნათლად გამოჩნდა გუშინ. ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა მოსაგები აქვს რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს. ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს. ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შევცვლით! ძალა ერთობაშია!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S