Accentnews.ge
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საქართველოში "დაძაბულობითა და მზარდი პოლარიზაცით" შეშფოთებულია

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საქართველოში "დაძაბულობითა და მზარდი პოლარიზაცით" შეშფოთებულია

03/07/2024 09:41:07 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საქართველოში დაძაბულობით შეშფოთებულია, ამის შესახებ კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი განაცხადებაშია ნათქვამი.

"კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში დაძაბულობისა და მზარდი პოლარიზაციის გამო, რომელიც მოყვა კანონმდებლობის ["აგენტების კანონის"] მიღებას. ეს კანონი ევროპულ დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს არ შეესაბამება", – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში საუბარია „დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებზე“.

"კომიტეტი ყველა პოლიტიკურ ძალას ღია და ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა ისეთი გარემო შეიქმნას, სადაც ყველა მოქალაქე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ, თავისუფალ და თანაბარ მონაწილეობას მიიღებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონიტორინგის კომიტეტი ამ საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე.

განცხადებაში ასევე საუბარია ვენეციის კომისიის კრიტიკულ მოსაზრებებსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებებზე.

კომიტეტი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S