Accentnews.ge
ირანმა კანადელი გამომძიებლები ქვეყანაში შეუშვა

ირანმა კანადელი გამომძიებლები ქვეყანაში შეუშვა

16/01/2020 11:21:17 მსოფლიო

კანადამ განაცხადა, რომ მისი გამომძიებლები მივიდნენ თეირანის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე.

8 იანვარს მომხდარი კატასტროფის დროს ირანის სულ მცირე ერთი რაკეტის მიერ ჩამოგდებულ, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავში სულ 57 კანადელი იმყოფებოდა. თვითმფრინავში მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.

ირანმა გასცა ვიზები კანადელი გამომძიებლებისთვის, რომელთა შორისაა სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის ორი წევრიც. კანადის ტრანსპორტის მინისტრმა, მარკ გარნომ განაცხადა, რომ კანადელ გამომძიებლებს ჯერ არ ჰქონიათ წვდომა თვითმფრინავის „შავ ყუთებზე“. კანადელი გამომძიებლების მიზანია, გაარკვიონ, როგორ და რატომ ესროლა ირანის არმიამ თვითმფრინავს, როგორც ჩანს, უნებლიედ, რაკეტა. თვითმფრინავში დაღუპულთა უმეტესობა იყვნენ ირანელები და კანადელები, ასევე იყვნენ უკრაინელები, ავღანელები, ბრიტანელები, გერმანელები და შვედები.

გარნომ ოტავაში განაცხადა, რომ ირანმა კანადას არა მხოლოდ „შავი ყუთების“დეკოდირებაში მონაწილეობა აღუთქვა, არამედ მათ გაანალიზებაშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S