თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნას იწყებს
16/01/2020 12:27:07 მსოფლიო
თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნას იწყებს, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა და დასძინა, რომ "თურქეთი ლიბიაში სტაბილურობის დასამყარებლად ყველა დიპლომატიურ და სამხედრო შესაძლებლობას გამოიყენებს".
შეგახსენებთ, კვირას გერმანიის, რუსეთის, ბრიტანეთის, თურქეთისა და იტალის ლიდერები ერთამანეთს შეხვდებიან და ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.
მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.
ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.


