ბექა ლილუაშვილი: გენპროკურორად დაინიშნება ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აწყობს
04/07/2024 08:10:52 პოლიტიკა
"გახარია საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ გენპროკურორად დაინიშნება ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აწყობს.
"დანიშვნის ყველა პროცესი დღეს არის ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა. ხელისუფლება ახლა ამ პროცესის საშუალებით ცდილობს, გაიმყაროს გარკვეული გავლენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თუმცა არჩევნების შემდეგ, ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი", - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის: გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს გაესაუბრებიან.
აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე 11 პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.


