Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს

04/07/2024 08:51:39 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანი არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი - აუცილებლად იქნება ერთიანობა, ჩვენს გარდა იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დეტალები 8 ივლისს გახდება ცნობილი.

"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მარტო არ იქნება ერთად, იქნება ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფი, ეს შემიძლია გითხრათ. "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც" - განაცხადა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S