ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა წარადგინეს
04/07/2024 12:56:18 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირეს.
პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ხაბეიშვილმა 8 ივნისს დატოვა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ხაბეიშვილი ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ივლისს გეგმავს ყრილობის გამართვას და პარტიის ახალ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას, ხოლო, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის ოფიციალურად არჩევას.


