Accentnews.ge
პრეზიდენტი დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე გორში ჩავიდა

პრეზიდენტი დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე გორში ჩავიდა

04/07/2024 13:30:26 პოლიტიკა

დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში ჩავიდა და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.

პილოტის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 2 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში მოხდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა.

დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S