თბილისში თოვლჭყაპს პროგნოზირებენ
16/01/2020 19:05:56 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები დედაქალაქში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ. კერძოდ, 17 იანვარს თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში თოვლჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს.
"მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“,- იუწყებიან სინოპტიკოსები.


