აშშ-ის სენატში დაიწყო ტრამპის იმპიჩმეტის პროცესი
16/01/2020 19:13:39 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დაიწყო სასამართლო პროცესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში ხმამაღლა წაიკითხეს იმპიჩმენტის შესახებ ორი მუხლი.
დღეს მოგვიანებით სენატში ფიცს დადებს მოსამართლე ჯონ რობერტსი, რომელიც სენატში იმპიჩმენტის პროცესის მთავარი მოსამართლე იქნება. გარდა ამისა, მოსამართლე სენატორს დაადებინებს მსაჯულების ფიცს.
საქმის ფაქტობრივი მოსმენა 21 იანვარს დაიწყება.
გასულ თვეში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უკრაინასთან ურთიერთობების საკითხში უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. თავად ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს თაღლითობას და "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.
ცნობისთვის: სენატს ტრამპის კოლეგა "რესპუბლიკელები" აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროცესი აშშ-ის ისტორიაში მესამედ ტარდება.


