Accentnews.ge
ირანს უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდების გამო კომპენსაცია მოსთხოვს

ირანს უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდების გამო კომპენსაცია მოსთხოვს

16/01/2020 19:31:37 მსოფლიო

კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ჩამოგდებული ლაინერის მგზავრების ოჯახებისთვის კომპენსაცია მოსთხოვეს. ამის შესახებ CTV წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მინისტრები ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ და ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ ირანს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.

გავრცელდა ლაინერის ჩამოგდების ამსახველი კადრები. ირანმა თავდაპირველად უარყო, თუმცა 11 იანვარს აღიარა, რომ ავიალაინერი ჩამოაგდო და ეს "შეცდომით" მოხდა. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა მომხდარი "უპატიებელი ადამიანური შეცდომით" ახსნა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო.

ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S