Accentnews.ge
ავსტრალიაში ძლიერმა წვიმამ ხანძარი შეასუსტა

ავსტრალიაში ძლიერმა წვიმამ ხანძარი შეასუსტა

17/01/2020 06:11:40 საზოგადოება

ავსტრალიაში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა ხანძარი მნიშვნელოვნად შეასუსტა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ავსტრალიის სამ შტატში - ვიქტორიაში, ახალ სამხრეთ უელსსა და ქუისლენდში, რომლებიც ტყის ხანძრებისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, წვიმა 2-3 დღეს კიდევ გაგრძელდება.

სახანძრო სამსახურების განცხადებით, ცეცხლის კერები მთლიანად არ ჩაქრება, თუმცა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში სექტემბერში გაჩენილ ტყის ხანძრებს დღემდე ებრძვიან. სტიქიას 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S