Accentnews.ge
უკრაინის პრემიერ–მინისტრი გადადგა

უკრაინის პრემიერ–მინისტრი გადადგა

17/01/2020 08:34:34 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა,– ამის შესახებ ალექსეი გონჩარუკმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს განცხადება უკვე გადასცა.

„ამ თანამდებობაზე მოვედი, რათა პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის წესიერების მაგალითია. იმისთვის, რომ გაქრეს ნებისმიერი ეჭვი ჩვენი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და გადავეცი პრეზიდენტს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით.

ამასთან ერთად, ალექსეი გონჩარუკმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მან ქვეყნის განვითარებისთვის კარგი ფუნდამენტი შექმნა.

თავად გონჩარუკს გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა უკრაინულ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S