Accentnews.ge
ჰერჩინსკი: მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადაგვაქვს

ჰერჩინსკი: მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადაგვაქვს

09/07/2024 07:59:49 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას, რომელსაც აქამდე საქართველოს მთავრობას უწევდა, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გადაანასილებს.

„[ევროკავშირის] მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობებს ვუწევდით, პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადაეტანათ. მოგეხსენებათ, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობების მიმართ ყოველთვის ათჯერ მეტი იყო, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა. ჩვენ ახლა მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადაგვაქვს. ამ გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, თუ შეიძლება ასე ვთქვა, საქართველოს თავდაცვის ძალები იქნება და ეს პირადად ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან ჩემი წინა თანამდებობის რანგში, როგორც ევროკავშირის უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე პასუხისმგებელი პირი, მე ნამდვილად მრავალი წელი ვიბრძოდი, რომ საქართველო „ევროპის სამშვიდობო ფონდის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარი ყოფილიყო. ჩემს კოლეგებთან ერთად ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერა ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი ყოფილიყო და ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 12 მილიონით დავიწყეთ, 20 მილიონზე გადავედით, 30 მილიონამდე მივედით და წელს მხარდაჭერა შეჩერებულია“, - თქვა ელჩმა.

ელჩმა სხვა ნაბიჯებიც დააანონსა:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს საკონტრაქტო ვალდებულებები, არ გვინდა ზიანი მივაყენოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა ზიანი მივაყენოთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი მრავალი პროგრამა საქართველოს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზეა მიმართული. ასე რომ, ბრიუსელში მიმდინარეობს დისკუსია, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ კურსი აშკარად ეს არის და ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან იმ მომენტში, როცა ჩვენი ურთიერთობა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ჩვენ, სამწუხაროდ, ყველაზე დაბალ წერტილში ვიმყოფებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S