დეპუტატი ზარქუა რუსულ ნარატივს იმეორებს
09/07/2024 18:07:38 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა რუსული ნარატივით ეხმიანება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვას.
კერძოდ, დეპუტატი იმეორებს რუსეთის საგარეო დაზვერვის პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ „გარკვეული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ”.
ზაქუას თქმით, ამ ჯფუფებს „გავლენა აქვთ მათ შორის ელჩებზეც”:
„მაქვს განცდა, რომ გარკვეული გავლენიანი ჯგუფები, რომელთაც გავლენა მათ შორის ელჩებზეც აქვთ, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასვან და შემდგომ მსოფლიოში გაბატონებულმა მარგინალურმა ჯგუფებმა მეორე ფრონტი გახსნან – ეს ყველაფერი ამას უკავშირდება”.
9 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა მორიგ პროპაგანდისტული განცხადება, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შეცვლა აშშ-ს აქვს გადაწყვეტილი.
იხილეთ ასევე: მოსკოვი "ოცნების" დასაცავად და მის მსგავსად, დასავლეთს მორიგ ცრუ ბრალდებებს უყენებს


