კოლომინა: NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
09/07/2024 20:11:05 პოლიტიკა
კარგი შეხვედრა მქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNPG) მე-10 წლისთავის აღნიშვნა და რეგიონალური განვითარებები.
"ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” - წერს ხავიერ კოლომინა.
მანამდე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცეა, სადაც მათ შორის, საუბარია, რომ "აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით".
იხილეთ ასევე: რაზე ისაუბრეს ილია დარჩიაშვილმა და ხავიერ კოლომინამ – საგარეოს ვერსია


